|
2023-01-11 09:06:50, 1332 ნახვა
ომი უკრაინაში
CNN - სოლედარში მდგომარეობა კრიტიკულია, დაღუპულთა რიცხვს აღარავინ ითვლის
დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში ვითარება კრიტიკულია და დაღუპულთა რიცხვი იმდენად მაღალია, რომ „არავინ ითვლის“, - ამის შესახებ გამოცემა CNN-ი უკრაინის შეიარაღებული ძალების 46-ე საავიაციო ბრიგადის ჯარისკაცზე დაყრდნობით აცხადებს. ჯარისკაცმა აღწერა დინამიური ბრძოლის ველი, სადაც მისივე თქმით, დანაყოფები ვერ აკონტროლებენ დაღუპულთა რიცხვის ზრდას. "სიტუაცია კრიტიკულია. რთული. ჩვენ ბოლომდე ვცდილობთ გავუძლოთ", - თქვა ჯარისკაცმა 46-ე საავიაციო ბრიგადადან, რომელიც ხელმძღვანელობს ბრძოლას სოლედარის გასათავისუფლებლად. "არავინ გეტყვით რამდენი დაღუპული და დაჭრილია. რადგან არავინ იცის ზუსტად. აარსად. პოზიციებს იკავებენ და თმობენ მუდმივად. რაც დღეს ჩვენი სახლი იყო, ხვალ ხდება ვაგნერის სახლში. სოლედარში დაღუპულებს არავინ ითვლის“, - თქვა მან. სამხედრო მოსამსახურის თქმით, 10 იანვრის საღამოს მდგომარეობით, გაურკვეველია, ქალაქის რომელ ნაწილს იკავებდნენ რუსები. "დარწმუნებით ვერავინ იტყვის, ვინ სად გადავიდა და ვის რა უჭირავს, რადგან ზუსტად არავინ იცის. ქალაქში არის უზარმაზარი ნაცრისფერი ზონა, რომელსაც ყველა ამტკიცებს, რომ რუსი აკონტროლებს, მაგრამ ეს ცარიელი სიტყვებია", - თქვა მან. მისი თქმით, უკრაინელებმა სოლედარში ბევრი ჯარისკაცი დაკარგეს, მაგრამ მათი რიგები ივსება, რადგან ქალაქისთვის ბრძოლა გრძელდება. "ჩვენი ქვედანაყოფების პერსონალი თითქმის ნახევრად, მეტ-ნაკლებად განახლებულია. ჩვენ არ გვაქვს დრო, რომ გავიხსენოთ ერთმანეთის ზარის ნიშნები (როდესაც ახალი პერსონალი ჩამოდის - რედ.)", - დასძინა ჯარისკაცმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)