21:30 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-10 17:44:25, 1609 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - ბრიუსელი და ვაშინგტონიც უკვე კონფლიქტის არაპირდაპირი მხარე გახდნენ

კრემლმა განაცხადა, რომ აშშ და ნატო ირიბად მონაწილეობენ უკრაინის "კონფლიქტში", რადგან კიევს შეიარაღებითა და აღჭურვილობით ამარაგებენ. 

როგორც რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბრიუსელიც და ვაშინგტონიც უკვე "კონფლიქტის" არაპირდაპირი მხარეა. 

„მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელიც და ვაშინგტონიც ხაზს უსვამენ, რომ ისინი არ აპირებენ კონფლიქტის მხარე გახდნენ, ისინი უკვე გახდნენ ამ კონფლიქტის არაპირდაპირი მხარე, რომლებიც უკრაინას იარაღით, ტექნოლოგიებით და დაზვერვის ინფორმაციით ამარაგებენ“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვი ამ განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი ნატო-სთან ერთად იბრძვის უკრაინაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics