|
2022-12-28 14:01:46, 1535 ნახვა
ეკონომიკა
„ლისი დეველოპმენტმა“ „გალტ & თაგარტის“ დახმარებით 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პირველი ტრანში წარმატებით განათავსა
სს „ლისი დეველოპმენტმა“ 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. პირველი ტრანში - 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ორწლიანი ობლიგაციები, „გალტ & თაგარტის“ დახმარებით წარმატებით განთავსდა საფონდო ბირჟაზე. მეორე ტრანშის გამოშვება კი 2023 წლის პირველ ნახევარში იგეგმება. აღნიშნული ტრანზაქცია „ლისი დეველოპმენტისა“ და „გალტ & თაგარტისთვის“ რიგით მეორე ერთობლივი წარმატებული განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული ობლიგაციების წლიური ფიქსირებული განაკვეთი 8.50%-ს შეადგენს. დაფარვის ვადა 2 წელია და ის 2024 წლის 23 დეკემბერს დასრულდება. ტრანზაქციის განთავსების აგენტი „გალტ & თაგარტია“. „2018 წლიდან, ჩვენი კომპანიისთვის ეს გახლავთ ობლიგაციების რიგით მესამე განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს „ლისი დეველოპმენტის“ სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხსა და დადებით მოლოდინებზე კომპანიის მიმართ. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ პოსტ პანდემიისა და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, წარმატებით შესრულებული განთავსება „გალტ & თაგარტისა“ და „ლისი დეველოპმენტის“ მაღალპროფესიონალური გუნდის დამსახურებაა. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი მათ გაწეული შრომისათვის.“, - განაცხადა „ლისი დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა, ნოდარ ადეიშვილმა. „მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „ლისი დეველოპმენტის“ ობლიგაციების პირველი ტრანშის განთავსებაში. ეს ტრანზაქცია „ლისი დეველოპმენტისა“ და „გალტ & თაგარტის“ მეორე ერთობლივი განთავსებაა, რაც მეტყველებს როგორც „ლისი დეველოპმეტის“ სანდოობაზე, ისე ზოგადად, საქართველოში მსგავსი ტრანზაქციების მიმართ ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე. მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან”, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“.
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)