|
2022-12-25 11:22:52, 1845 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თბილისში დააკავა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც ცოლ-ქმარი ფინანსური დავის გამო მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისა შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ჰ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, ფინანსური დავის ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ცოლ-ქმარს: 1986 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს და 1981 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩ.კ.-ს. ჰ.მ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილთა ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს დამარხა და მიიმალა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)