|
2022-12-23 13:11:24, 1669 ნახვა
რეგიონი
კასპში ზრდასრულთა განათლების ცენტრი დაარსდა
კასპში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) დაფინანსებითა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზრდასრულთა განათლების ცენტრი დაარსდა. კასპის მერიის ცნობით, ცენტრის მიზანი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხისა და დასაქმების გაზრდის ხელშეწყობაა, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული. "შეთავაზებული მრავალკომპონენტიანი პაკეტი (ALP) მოიცავს: პიროვნულ და პროფესიული განვითარების, კულტურის, ახალგაზრდების, სპორტის, ჯანმრთელობის და სხვა პროგრამებს. ცენტრში კომპიუტერის, ჭრა-კერვის, კულინარიის, ჭიქაზე მხატვრობის, უცხოენების კურსები და პრაქტიკული სამუშაო სივრცეები მოეწყო. გახსნის ღონისძიებას გერმანიის საელჩოს ეკონომიკური და პრესის დეპარტამენტის უფროსი, პირველი მდივანი სარა ზიელონკა, უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ქიტიაშვილი, DVV internacional-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ტომას ლიხტენბერგი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე და თემის წევრები ესწრებოდნენ. სარა ზიელონკამ მადლობა გადაუხადა ვახტანგ მაისურაძეს მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის. მერმა, თავის მხრივ, მზაობა გამოთქვა ცენტრთან სამომავლო თანამშრომლობისათვის. კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი DVV internacional საქართველოს სათაო ოფისის მიერ რიგით მე-14 ცენტრია", - ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)