|
2022-12-21 15:27:13, 1356 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 ნოემბერს, ქ. თბილისში, ა. პუშკინის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტი და ამავე ტელეკომპანიის ოპერატორი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, რა დროსაც ჟურნალისტმა ბრალდებულს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. აღნიშნულმა პირმა, ჟურნალისტის შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და ვიდეოგადაღების შეეწყვეტის და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შემდეგ, ავტომანქანაში ჩაჯდა, კომენტარზე მისულ ჟურნალისტს ავტომანქანა განზრახ დააჯახა და შემთხვევის ადგილი დატოვა. ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულმა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)