22:26 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 14:36:49, 1171 ნახვა

ეკონომიკა
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი 200 მლნ ლარით განისაზღვრა

2023 წელს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბიუჯეტი იზრდება  და 200 მლნ ლარს შეადგენს.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბიუჯეტის ზრდის მიზანია,  აგროწარმოებაში ჩართული ან დაინტერესებული პირებისთვის მეტი ფინანსური რესურსი იყოს ხელმისაწვდომი როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ასევე აგროლიზინგის პროექტების საშუალებით.

„შეღავათიანი აგროკრედიტი“ პროექტი სოფლის მეურნეობის პირველადი, გადამმუშავებელი  და აგროპროდუქციის შენახვის მიმართულებებით ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.  

აღსანიშნავია, რომ, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებებით მიმდინარე საკრედიტო პორტფელი 2  მლრდ ლარს აღემატება; 2013 წლიდან დღემდე,  გაცემულია 4,7 მლრდ ლარზე მეტი აგროსესხი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics