|
2022-12-17 16:08:22, 2185 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა გორში ახლადაშენებული ყაზარმა გახსნა
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გორში, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ახლადაშენებული სამსართულიანი ყაზარმა გახსნა. სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი შენობა მინისტრმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად დაათვალიერა. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიხედვით, თავდაცვის ძალებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ყაზარმა ნატოს სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა. შენობა აღიჭურვა კონდიცირება-ვენტილაციის სისტემით და მოეწყო სველი წერტილები, დაიგო ახალი იატაკი, განახლდა ჭერი, კედლები და განათების სისტემები. ახლადაშენებულ ყაზარმაში განთავსდა ახალი ავეჯი და ინვენტარი. ბრიგადაში ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც შესრულდა. საქართველოს თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის სრული განახლება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)