|
2022-12-17 15:51:02, 1763 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - მოხალისეთა ორგანიზაციები დაგვეხმარება, რომ გავუწიოთ პოპულარიზაცია ჩვენს ჯარს
„მოხალისეთა ორგანიზაციები დაგვეხმარება, რომ შევქმნათ კიდევ უფრო მეტი რეზერვი, გავუწიოთ პოპულარიზაცია ჩვენს ჯარს და თავიდან ავირიდოთ ის რისკები, რაც შეიძლება ახლდეს სამხედროსთან გაიგივებულ საქმიანობას“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ახალ კოდექსზე საუბრისას. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის ახალი კოდექსით განისაზღვრება თავდაცვის სფეროში მოხალისეთა ორგანიზაციის მინიჭების სამართლებრივი სტატუსი. „ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარული გახდა მოხალისეთა ორგანიზაციები; ბევრი ახალგაზრდა გაწევრიანდა და, ბუნებრივია, ეს პროცესი არ უნდა იყოს ანარქიული. თავდაცვის ახალი კოდექსი ორიენტირებულია, რომ ეს თემა ჩარჩოებში მოაქციოს. ვითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო უფრო მეტად იყოს დაზღვეული რისკებისგან, რაც არ შეიძლება მოდიოდეს ანალოგიური ორგანიზაციების დაფუძნებისგან, სამხედროსთან გაიგივებული საქმიანობისგან“, - განაცხადა მინისტრმა. თავდაცვის კოდექსით თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება ხელი შეუწყოს იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)