23:09 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 10:59:52, 1781 ნახვა

სამართალი
ქობულეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქობულეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს, ასევე დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში, არარეგისტრირებული, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი დაილუქა.

"სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია კრიპტომერიის სახეობის 30 ერთეული უკანონოდ ტრანსპორტირებული მრგვალი ხე-ტყე (მორი).

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა", - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics