|
2022-12-13 13:14:58, 1400 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მორიგი დისკუსია გაიმართა
„საქართველოს ბანკისა“ და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისი“-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში 12 დეკემბერს „ეკონომიკური ფორუმის“ მორიგი დისკუსია გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო - „შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი“. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი; ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშვილი. დისკუსიას მოდერაციას უწევდა „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორი, გიორგი აბაშიშვილი. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის, ანალიტიკური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. „დისკუსიის მთავარი თემა იყო საქართველოს ახალ შესაძლებლობების მიმოხილვა შუა დერეფნის უპირატესების კუთხით, საქართველოს ახალი როლის განხილვა ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო, ლოჯისტიური, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების მიმართულებით. დისკუსიაზე გაანალიზებული იყო სახელმწიფოს პოზიცია, მოქმედებები, პარტნიორების ჩართულობის შესაძლებლობები, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები და პროექტები - ბიზნესისა და ანალიტიკური სექტორის როლი ამ პროცესებში. ამავდროულად, დისკუსიის ფარგლებში გამოიკვეთა ის ძირითადი გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები, რომელიც დგას ქვეყნის ახალი შესაძლებლობის შუა დერეფნის უპირატესობით სარგებლობის შესახებ. ჩვენ დავინახეთ, რომ აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან სრული მზადყოფნა არსებობს“- განაცხადა „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა, გიორგი აბაშიშვილმა. პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში პირველი დისკუსია „ეკონომიკური დიპლომატიის“ შესახებ მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს გაიმართა. პროექტის ფაგლებში არსებული დისკუსიების პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან მათი ჩართულობისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)