01:41 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-26 12:11:28, 1361 ნახვა

სამართალი
სადახლოზე არადეკლარირებული ძვირფასი ქვებისა და დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ სამართალდარღვევის  ფაქტი აღიკვეთა. 

უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ა.შ.-ს,  როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ:  დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობები, სხვადასხვა ზომის 2 490 ცალი ძვირფასი ქვა და მობილური ტელეფონი გამოვლინდა.

„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ  26561.18 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics