09:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 13:40:29, 1700 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - ზელენსკის კომენტარებიდან ჩანს, რომ კიევი არ არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ G20-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, მსოფლიო ლიდერებს უთხრა, რომ რუსეთის ომი "ახლა უნდა დასრულდეს".

მან ასევე გამორიცხა მესამე „მინსკის შეთანხმების“ არსებობა, რომელიც მიუთითებს ორ წარუმატებელ შეთანხმებაზე კიევსა და მოსკოვს შორის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის სტატუსის შესახებ.

„ჩვენ არ მივცემთ საშუალებას რუსეთს დაელოდოს, გააძლიეროს თავისი ძალები და შემდეგ დაიწყოს ტერორისა და გლობალური დესტაბილიზაციის ახალი სერია. არ იქნება მინსკი 3, რომელსაც რუსეთი შეთანხმების შემდეგ დაუყოვნებლივ დაარღვევს".

თუმცა, რუსეთი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას აკრიტიკებს.

საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti იუწყება, რომ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ზელენსკის კომენტარები „მინსკი 3“-ის შეთანხმების შესახებ აჩვენებს რუსეთს, რომ კიევი არ არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics