|
2022-11-15 09:43:29, 1565 ნახვა
ომი უკრაინაში
„ახლა არის დრო, რომ რუსეთის დესტრუქციული ომი შეჩერდეს“ - ზელენსკი G20-ის სამიტზე სიტყვით გამოვიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტზე სიტყვით გამოვიდა და რუსეთს "დესტრუქციული ომის" დასრულებისკენ მოუწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ზელენსკის კომენტარის გაკეთებას ესწრებოდა. ზელენსკიმ შეკრებილ ლიდერებს განუცხადა, რომ "ახლა არის დრო, როდესაც რუსეთის დესტრუქციული ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს. ეს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს". მან მიმართა ისეთ ლიდერებს, როგორიც არის აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი სი - და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საბაბი არ აქვს. „ატომური შანტაჟისთვის არანაირი საბაბი არ შეიძლება იყოს“, - დასძინა მან და მადლობა გადაუხადა „G19“-ს , რუსეთის გამოკლებით. შეგახსენებთ, რომ დღეს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა. სამიტზე განსახილველი მთავარი საკითხები უკრაინის ომი და ინფლაცია იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)