|
2022-11-11 19:45:05, 1676 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მიწის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მიწის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სიტუაციის სტაბილიზებისთვის პირველადი ზომები გატარებულია. "ვენ ვაგრძელებთ ჩვენი მიწის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას. გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სიტუაციის სტაბილიზებისთვის პირველადი ზომები გავატარეთ. მოქალაქეებს მშვიდობიანი ცხოვრება უნდა დავუბრუნოთ, ისინი ამას დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ, განვიხილეთ მტრის თავდასხმებისგან ენერგეტიკული ინსფრასტრუქტურის დაცვის საკითხი და იმ ობიექტების აღდგენა, რომლებიც რუსების მიერ დაბომბვის დროს დაზიანდა. უკრაინა მზად უნდა იყოს ზამთრისთვის ისე, როგორც შეგვიძლია. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების. გამარჯვებისთვის ვმუშაობთ, დიდება უკრაინას!". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ, კადრები შუმენსკის რაიონიდან გავრცელდა, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს სამხედროებს მიმართავს და ხერსონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)