|
2022-11-11 14:40:36, 1569 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვა - ხერსონის ოლქში, ყველა რუსი სამხედრო მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდა
ხერსონის რეგიონში ყველა რუსი სამხედრო მოსამსახურე მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. მათივე ცნობით, ოპერაცია მოსკოვის დროით 5:00 საათზე დასრულდა. "მარჯვენა სანაპიროზე არც ერთი სამხედრო ტექნიკა და იარაღი არ დარჩენილა. რუსეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა და სამხედრო ნაწილებმა დაიკავეს თავდაცვითი ხაზები და პოზიციები, რომლებიც წინასწარ იყო მომზადებული საინჟინრო თვალსაზრისით", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ტრანსფერი პერსონალისა და ტექნიკის დაკარგვის გარეშე განხორციელდა. ცნობისთვის, გუშინ, 10 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა უკრაინის ხერსონის რეგიონში მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლა დაიწყეს. იქამდე, 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხრეთით შეიარაღებული ძალები ფრთხილად მიიწევენ წინ, რათა კონტრშეტევა მინიმალური დანაკარგებით წარიმართოს, რადგან მტერი უბრძოლველად არ აპირებს პოზიციების დათმობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)