10:06 - 28 May, 2026
|
2022-11-11 14:39:45, 1476 ნახვა
ომი უკრაინაში
მიკოლაევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა
მიკოლაევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქის მერი, ალექსანდრე სენკევიჩი ადასტურებს. "სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ სამი ცხედარი ამოიღეს - მამაკაცი და ორი ქალი. დარტყმის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა", - განაცხადა სენკევიჩმა. რუსი ოკუპანტების მიერ მიკოლაევზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ქალაქის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა გაავრცელა. კიმის თქმით, ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ცნობისთვის, ოკუპანტებმა გვიან ღამით სარაკეტო იერიში ვინიცაზეც მიიტანეს. ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)