21:16 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 13:34:54, 1747 ნახვა

რეგიონი
ბათუმმა შესაძლოა მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაში გაიმარჯვოს

დღეს, ომანში გამართულ  „World Travel Awards“-ის წლის შემაჯამებელ დაჯილდოების  ცერემონიაზე გაირკვევა მოიპოვებს თუ არა ბათუმი მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულს. ბათუმი ტურიზმის „ოსკარი“-ს მსოფლიოს ნომინაციებში პირველადაა წარმოდგენილი და ისეთი ქვეყნების ტურისტულ ქალაქებთან უწევს კონკურენცია, როგორებიცაა საფრანგეთი, იაპონია, კოლუმბია, მექსიკა, ლაოსი, ურუგვაი, ბულგარეთი და ჩრდილოეთ ირლანდია. 

დღეს, „World Travel Awards“ -ზე მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები დასახელდება. ღონისძიებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. 

ბათუმი მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე წელს პირველადაა ნომინირებული,  თუმცა „World Travel Awards“-ის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული  ქალაქმა შემოდგომაზე მოიპოვა, სადაც ბათუმი ასევე ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის „World Travel Awards“ -ის ევროპის გალა ცერემონიის მასპინძელი ქალაქი. 

ომანში  „World Travel Awards“-ის მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე დაესწრებიან. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics