|
2022-11-10 19:47:48, 2158 ნახვა
ომი უკრაინაში
SBU - ომის დაწყებიდან, რუსეთთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი 700-ზე მეტი პირი გამოვავლინეთ
700-ზე მეტი ადამიანი გამოვავლინეთ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან რუსეთთან თანამშრომლობაში. - ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსპიკერმა, არტემ დეხტიარენკომ უშიშროებისა და თავდაცვის ძალების ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, რაშისტების თანამზრახველების პოვნა და დასჯა ამჟამად SBU-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. "ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ მოღალატეებისა და კოლაბორანტების გამოსააშკარავებლად, არამედ მათი დანაშაულების დასაბუთებისთვის და საბოლოოდ, მათი მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხერსონში რუსული ჯარების მნიშვნელოვანი ჯგუფია და უბრძოლველად უკან დახევის ნიშნები არ არის .
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)