|
2022-11-10 10:04:17, 1828 ნახვა
ომი უკრაინაში
გენშტაბი - ბოლო 24 საათში, რუსებმა უკრაინაში 11 სარაკეტო და 22 საჰაერო დარტყმა განახორციელეს
რუსმა ოკუპანტებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში 11 სარაკეტო და 22 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტების თავდასხმის ქვეშ 30-ზე მეტი დასახლება მოექცა. „ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა განახორციელა 11 სარაკეტო და 22 საჰაერო დარტყმა, განხორციელდა 35-ზე მეტი დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. დაზარალდა დონეცკის, ლუგანსკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, სუმის და ხერსონის რეგიონების 30-ზე მეტი დასახლება", - ნათქვამია ანგარიშში. იმავდროულად, ვითარება ვოლინისა და პოლესის მიმართულებით უცვლელი რჩება. გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ბელარუსი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ აგრძელებს. "მიმდინარეობს რუსულ-ბელარუსული ჯარების ერთობლივი ჯგუფის ფორმირება. ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან და საჰაერო სივრციდან მტრის დარტყმის საფრთხე ისევ რჩება", - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)