|
2022-11-09 17:06:45, 1934 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში 5 ხიდი ააფეთქეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შესანელებლად, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში 5 ხიდი ააფეთქეს. ამის შესახებ ბრიფინგზე ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მრჩეველმა, სერხი ხლანმა განაცხადა. მისი თქმით, ამ გზით ოკუპანტები უკანდახევისთვის ემზადებიან. „ოკუპანტებმა ააფეთქეს არა მხოლოდ დარიევისა და ტიაგინის ხიდები, ასევე ხიდი სნიგურივკადან ხერსონისკენ გასასვლელში არხის გადაღმა. ააფეთქეს ხიდი ნოვოკაირიში, მილოვში. ოკუპანტები ახლა აფეთქებენ აბსოლუტურად ყველა ხიდს, რომელიც ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზეა“, - თქვა ხლანმა. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მრჩევლის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის ფონზე, ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილ უკან დახევას დაემსგავსოს და არა მარცხს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)