|
2022-11-06 12:59:20, 1743 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე და ხარკოვი დაბომბეს
რუსებმა ქალაქი ზაპოროჟიე და ხარკოვის ოლქი დაბომბეს. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების თავდასხმას ზაპოროჟიეში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნმა, ანატოლი კურტევმა Telegram-ზე დაწერა, რომ რუსეთის იერიშის შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა. "ამ ღამეს რაშისტებმა ისევ მოუტანეს უბედურება ჩვენს ქალაქს. მტრის დაბომბვამ გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შენობა და წინასწარი მონაცემებით, სამწუხაროდ, ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა", - აცხადებს ანატოლი კურტევი. რაც შეეხება ხარკოვის ოლქს, სადაც ოკუპანტებმა იერიში 3 რაიონზე მიიტანეს, ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში მტრის დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაშავების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)