|
2022-11-03 13:46:11, 1830 ნახვა
სამართალი
მამალაძის ადვოკატი - საუკუნის პროცესი, სტრასბურგის სასამართლოში ციანიდის საქმე მოვიგე
საუკუნის პროცესი, ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე,- ასე გამოეხმაურა დეკანოზ მამალაძის ადვოკატი, დავით ჯანდიერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჯანდიერის თქმით, ევროსასამართლომ სამიდან ორი საკითხი დააკმაყოფილა. „ბევრი რომ არ გავაგრძელო საუკუნის პროცესი - ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე. სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. სამიდან ორი საკითხი დამიკმაყოფილა. პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და შესაბამისად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (6.1. და 6.2) დარღვევა. როგორც იურისტმა ამ ურთულეს საქმეზე მუშაობის ძალიან რთული ოთხი წელი გავიარე მარტო. ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია. პირველი კომენტარს გავაკეთებ დაახლოებით 14:30ზე, გლდანის N18 დაწესებულებაში შესვლისას, სადაც შევხვდები გიორგი მამალაძეს. რა თქმა უნდა გამოსვლის შემდეგაც და ყველა ეთერში მივალ. ეს წლები საქმის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაკეთებდი კომენატრებს, ამას მოითხოვდა საქმის ინტერესები. დიდი გამარჯვებაა! მადლობა ყველას“,- წერს ჯანდიერი. ცნობისთვის, ცოტახნის წინ ევროსასამართლომ გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო სამი წელი განიხილავდა. გადაწყვეტილების მიხედვით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ მთავრობას დეკანოზი მამალაძისთვის 9 418 ლარის გადახდა დააკისრა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)