|
2022-10-31 14:04:50, 1601 ნახვა
ეკონომიკა
ხუციშვილი - შეთანხმებულები ვართ იმ პრინციპებზე, რა პრინციპებზეც უნდა იქნას დაფუძნებული ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში მთავრობა ელექტროენერგიის გამომუშავების მიმართულებით განახლებულ სქემას წარმოადგენს. როგორც მან აღნიშნა, დამატებით ენერგოსიმძლავრის შექმნაზე გამოცხადდება ღია აუქციონი. „ენერგეტიკა ყოველთვის იყო ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება, თუმცა ამ სიტუაციაში, რის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამ მიმართულებით, ჩვენ ენერგეტიკის სექტორში განახლებული მხარდაჭერის სქემას წარმოვადგენთ, კონკრეტულად, ელექტროენერგიის გამომუშავების მიმართულებით. ჩვენ უკვე, პრაქტიკულად, დავასრულეთ მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლის მისიაც ამჟამად საქართველოში იმყოფება. ჩვენ იმ ძირითად პრინციპებზე შევთანხმდით, რა პრინციპებზეც ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა უნდა იქნას დაფუძნებული. ეს არის საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის განსხვავების მოდელი, რომელიც გულისხმობს გარკვეული კონტრაქტის ღირებულებასა და საბაზრო ფასს შორის გარანტიის მიცემას სახელმწიფოს მხრიდან იმ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში ახალი ელექტროგენერაციის მშენებლობას უზრუნველყოფენ. ეს შეეხება როგორც ჰიდრორესურსებს, ასევე, სხვა განახლებად რესურსებს, როგორიც არის მზისა და ქარის ენერგია. მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება მიღწეულია მთლიან მოცულობაზე, ეს მოცულობა ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, დაახლოებით, 1500 მეგავატი მომდევნო სამი წლის განმავლობაში. გაწერილია, ასევე, გრაფიკიც, როგორ უნდა მოხდეს ამ მოცულობის გამოტანა ბაზარზე და ბუნებრივია, ეს მოხდება გამჭვირვალედ, ღია აუქციონის წესის მიხედვით, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს, თუ ინვესტორს, შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს აუქციონში და თავისი კონკურენტული წინადადება წარმოადგინოს. ამ მიმართულებით ჩვენ უახლოეს დღეებში მოვამზადებთ შესაბამის ბრძანებას. შემდეგ, დისკუსია გადაინაცვლებს კერძო სექტორთან, ინვესტორებთან, იმისთვის, რომ ახალი მოდელი უკეთ გაიცნონ და შემდეგ, მონაწილეობა მიიღონ აუქციონებში, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაიწყოს ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)