|
2022-10-25 11:39:35, 2061 ნახვა
სამხედრო
ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა
ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე ამოცანაზე ორიენტირებული ოთხდღიანი სწავლება დასრულდა. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის პირადი შემადგენლობისა და მასზე დაქვემდებარებული ყველა სტრუქტურული ერთეულის მონაწილეობით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე სწავლებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე აკვირდებოდა. სამეთაურო-საშტაბო სწავლება შტაბების კოორდინირებულ მუშაობას, მუდმივ მზადყოფნასა და სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დახვეწას ისახავდა მიზნად. სიმულაციურ მართვის ცენტრში სხვადასხვა სცენარი გათამაშდა. სამხედროებმა ობიექტზე თავდასხმის შესახებ შესული ინფორმაცია დაამუშავეს და დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებზე გადაანაწილეს. წვრთნის განმავლობაში მონაწილეებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლების ფარგლებში დაცვისა და თავდაცვითი ოპერაციები, ასევე დაჭრილის ევაკუაცია განხორციელდა, რა დროსაც სამხედროებმა სიმულაციური და საიმიტაციო საშუალებები გამოიყენეს. სწავლებაში მოწინააღმდეგე მხარის როლს სამხედროებით დაკომპლექტებული დემო ჯგუფი ასრულებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)