|
2022-10-25 11:02:11, 1586 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენციაში „განათლების როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებასა და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებაში“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერისთვის და ყურადღება აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და სწავლების შესაძლებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივების განხილვა. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას, რაც თავის მხრივ, მწვანე ეკონომიკის მოდელის აღსრულების ინსტრუმენტს და ნარჩენების მართვის მაღალ სტანდარტს წარმოადგენს“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტმა, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, დარიუშ ედვარდ პრასეკმა კონფერენციის მონაწილეებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ კვალიფიციური კადრების მომზადებით, ცირკულარული ბიზნესების შექმნა-განვითარების შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ცირკულარული ეკონომიკის განვითარებით ქვეყანაში კლიმატის ცვლილების შერბილების მნიშვნელობის საკითხებს. ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენცია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)