12:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-23 10:31:40, 1710 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ შეწყვიტა ელექტროენერგიის ექსპორტი, მაგრამ იმედოვნებს, რომ გაძლებს იმპორტის გარეშე

რუსული სარაკეტო თავდასხმების გამო, რამაც უკრაინის ელექტრო ქსელები სერიოზულად დააზიანა, კიევი იძულებული გახდა 11 ოქტომბრიდან ელექტროენერგიის ექსპორტი შეეწყვიტა.

უმაღლესი რადას ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი გერუსმა განაცხადა, რომ ეს აუცილებელია უკრაინის ენერგოსისტემის სტაბილიზაციისთვის.

"უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა მივაწოდოთ ეს ელექტროენერგია უკრაინელ მომხმარებელს, თუნდაც წყვეტილი, მაგრამ ისე, რომ დღის უმეტეს საათებში ჩვენს მომხმარებელს ჰქონდეს ელექტროენერგია. და ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი, რადგან ეს უკვე უსაფრთხოების საკითხია", - განაცხადა გერუსმა. 

ამასთან, მისი თქმით, უკრაინა არც ელექტროენერგიის იმპორტს გეგმავს.

გერუსმა დასძინა, რომ უკრაინას ექსპორტის შეწყვეტასთან დაკავშირებით ჯარიმები არ ემუქრება.

"არავითარი ჯარიმა არ დაწესდება. ჯარიმები და, იმედი მაქვს, რეპარაციები დაწესდება რუსეთის ფედერაციაზე", - განაცხადა ანდრეი გერუსმა.

მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ შეეძლოთ ნაწილობრივ აუნაზღაურონ ევროპას რუსული ენერგომატარებლების დანაკარგი ელექტროენერგიით მიწოდებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics