12:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-19 10:49:13, 1734 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - ირანმა ყირიმში სამხედრო პერსონალი გაგზავნა, რათა რუსებს კამიკაძე დრონების გამოყენება ასწავლონ

ირანმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო პერსონალი გაგზავნა, რათა რუს სამხედროებს Shahed-136 კამიკაძე დრონების გამოყენება ასწავლონ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

ანალიტიკოსების თქმით, ამ გზით ირანი უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებას უწყობს ხელს.

„ნებისმიერი ირანელი პერსონალი უკრაინაში, სავარაუდოდ, IRGC-ის დრონების ინსტრუქტორი იყო. გაურკვეველია ირანელი ინსტრუქტორები თავად ატარებენ თვითმფრინავებს, თუ უბრალოდ ასწავლიან რუს ჯარებს როგორ გააკეთონ ეს", - აღნიშნავენ ისტიტუტში.

მათივე თქმით,  სექტემბრის შუა რიცხვებიდან რუსულმა ძალებმა განალაგეს ათობით Shahed-136 უკრაინაში სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ, რაც უპირატესობას ანიჭებს ტერორისტულ ზემოქმედებას მშვიდობიან მოსახლეობაზე, ვიდრე ბრძოლის ველზე ხელშესახები ეფექტის მიღწევას.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა თქვა, უკრაინაში ახლა იშლება სრული სქემა ირანული კამიკაძე დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად და Shahed-136-ის პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.

ამასთან, პრეზიდენტმა,  ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართვა ირანისადმი დახმარებისთვის არის კრემლის სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics