|
2022-10-18 18:09:30, 1499 ნახვა
სამართალი
პროკურატურა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულების გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს
პროკურატურა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულების გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურა კატეგორიულად არ ეთანხმება სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც არასრულწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ორი ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. „სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2022 წლის 27 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე წარედგინათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან გერს სისტემატურად აუპატიურებდა და დაზარალებულთან სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა. ხოლო ბრალდებულის მამა არასრულწლოვანი დაზარალებულის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის ქმედებას, ასევე გარყვნილ ქმედებას. ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, რა დროსაც დაზარალებულმა და მოწმეებმა სრულად დაადასტურეს სექსუალური ძალადობის ფაქტი. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ბრალდებულების მიერ ჩადენილი ძალადობის შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. გამოკვლეულ იქნა აუდიომასალა, სადაც დაზარალებული საუბრობს მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტებზე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, ორივე ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და პატიმრობიდან გაათავისუფლა. საქართველოს პროკურატურა სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საქართველოს პროკურატურა მსგავსი საქმეების მიმართ უმკაცრეს სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)