12:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-15 13:15:34, 2191 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვა - მოწინააღმდეგისგან მოულოდნელობები არ არის, მათ ყოველ მზაკვრულ ხრიკს მომზადებულები ვხვდებით

მოწინააღმდეგისგან მოულოდნელობები არ არის, მათ ყოველ მზაკვრულ ხრიკს მომზადებულები ვხვდებით,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დეპარტამენტის უფროსმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე თუ როგორ მიმდინარეობდა ომი, ბევრი რამ აუცილებლად შეიცვლება.

„მოწინააღმდეგისგან მოულოდნელობები არ არის, არ არის არანაირი ისეთი ქმედება, რომელიც ჩვენთვის ამა თუ იმ დონეზე სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდებოდა. მათ ყოველ მზაკვრულ ხრიკს მომზადებულები ვხვდებით. ერთმნიშვნელოვნად ამ ომის მერე ბევრი რამ სამხედრო მეცნიერებიდან, ბრძოლის წარმოების ტაქტიკიდან, სტრატეგიიდან ბევრი რამ აუცილებლად შეიცვლება. იქიდან გამომდინარე, როგორ მიმდინარეობდა ომი",- განაცხადა ბუდანოვმა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics