22:35 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 17:18:12, 1631 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები განახლდა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან მარინა ზანაქიძესთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. 

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

მათ ადგილზე მოისმინეს სოფლის საჭიროებები. ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარინა ზანაქიძემ მოსახლეობას ჯანდაცვის პროგრამები გააცნო. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ გაგრძელდება, რომლის მიზანს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics