14:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-24 11:03:16, 1694 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო - ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუქმდა

უკრაინამ ირანის ელჩის აკრედიტაცია გააუქმა. - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით, მიზეზი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაა.

"რუსეთისთვის  ირანული იარაღის მიწოდება ეწინააღმდეგება ირანის ხელმძღვანელობის საჯარო პოზიციას ნეიტრალიტეტის, უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის პატივისცემის შესახებ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics