|
2022-09-19 12:05:19, 1293 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი Symbiotics Investment-თან თანამშრომლობას იწყებს
ბაზისბანკი, თანმიმდევრული და მიზანმიმართული ზრდის სტრატეგიისა და ხელმისაწვდომი დაფინანსების მოზიდვის მიზნით, თანამშრომლობას იწყებს სიმბიოტიკსთან, რომელიც ინვესტიციების მართვის ბაზრის ლიდერ პლატფორმას წარმოადგენს, განვითარებად და მოწინავე ეკონომიკებში. ახალი თანამშრომლობის შედეგად, ბანკი კიდევ უფრო ეფექტურად განაგრძობს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ბაზისბანკის მიერ მოზიდული 8.5 მლნ. ევრო, მომავალი 3 წლის განმავლობაში, სრულად მოხმარდება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ბაზისბანკის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას სწორედ მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის დაფინანსება წარმოადგენს. ბანკი ბაზარზე ბიზნესის უმსხვილესი დამფინანსებელია, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებაში, რაც მას სასურველ და ეფექტურ პარტნიორად აქცევს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. სიმბიოტიქსის შესახებ სიმბიოტიქსი ინვესტიციების მართვის ბაზრის ლიდერი პლატფორმაა, განვითარებად და მოწინავე ეკონომიკებში. ჯგუფი, პოტენციურ პარტნიორებს სთავაზობს ინვესტიციებს, აქტივების მართვისა და შიდა შესაძლებლობების განვითარების მომსახურებებს. 2005 წლიდან დღემდე, სიმბიოტიკსმა 7,100-ზე მეტი ინვესტიცია გასცა 94 ქვეყნის 541 კომპანიაზე, ჯამური თანხით 7.5 მლრდ. აშშ დოლარი. ბაზისბანკის ჰოლდინგი, ბაზარზე 29 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, სოლიდურ უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას უწევს როგორც საცალო, ასევე მსხვილ და საშუალო ბიზნესს, ჯგუფი მოიცავს სადაზღვევო და სალიზინგო მიმართულებებს. 2022 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები 2.8 მილიარდ ლარს აჭარბებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)