|
2022-09-17 21:48:31, 1855 ნახვა
რეგიონი
სომხეთმა აზერბაიჯანელი ჯარისკაცები სომეხი ჯარისკაცის სასტიკ მკვლელობაში დაადანაშაულა
აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ახალი ესკალაციის დროს სომეხი ჯარისკაცი სასტიკად მოკლეს. ამის შესახებ 16 სექტემბერს უცხოელ დიპლომატებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ედუარდ ასრიანმა განაცხადა, იუწყება News.am. „თქვენს ყურადღებას ვაქცევ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების, მათ მიერ ჩვენს საბრძოლო პოზიციებზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების, თუნდაც სამხედრო მოსამსახურე ქალების მიმართ ჩადენილ სისასტიკეს. ტელეფონზე მაქვს ეს ფოტოები და ვიდეოები, შემიძლია ვაჩვენო. <...> გაჩვენებთ ამ ვიდეოს, სიტყვები არ მყოფნის ამ ყველაფრის აღსაწერად, მასზე ჩანს, როგორ დაანაწევრეს ქალი ჯარისკაცი, ჩამოაჭრეს ფეხები, თითები, გააშიშვლეს, ეს სისასტიკის ბოლო ხარისხია, “ – განაცხადა ასრიანმა. OC Media-ს ცნობით, ვიდეო, რომელზეც ასრიანმა ისაუბრა, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გადაიღეს და სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მასზე გამოსახულია სომეხი სამხედროების ცხედრები, მათ შორის ორი ქალი. ერთ-ერთი ქალი გაშიშვლებულია, მკერდზე და მუცელზე წარწერით (სომხეთის ადამიანის უფლებათა ყოფილმა კომისარმა არმან ტატოიანმა განაცხადა, რომ ქალის სხეულზე აზერბაიჯანული სპეცდანიშნულების რაზმის სახელი „იაშმა“ აწერია). ქალს თითები მოაჭრეს და პირში ჩასვეს, თვალიც ამოუჩეხა. აშშ-ში სომხური დიასპორის გამოცემა Asbarez წერს, რომ ვიდეოში გამოსახული ცხედარი სამი შვილის დედას, 36 წლის ანუშ აპეტიანს ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ქალაქ ჯერმუკში შეიპყრეს, გააუპატიურეს და აწამეს. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი გამწვავება 13 სექტემბერს ღამით მოხდა. ერევანმა აზერბაიჯანელი სამხედროები ქვეყნებს შორის საზღვრის მახლობლად ქალაქებისა და სოფლების დაბომბვაში დაადანაშაულა. ბაქო ირწმუნება, რომ დაბომბვა იყო პასუხი სომხეთის "მასშტაბიანი პროვოკაციაზე". ესკალაციის წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, მიმდინარე კონფლიქტი არ შეხებია მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. სომხეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანული ძალები სომხეთის ტერიტორიაზე 7,5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ ჯერმუქთან შევიდნენ. სომხეთში ესკალაციის შედეგად დაიღუპა 135 ადამიანი, აზერბაიჯანში 77 ჯარისკაცი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. CSTO-მ გადაწყვიტა გაეგზავნა თავისი მისია კონფლიქტის ზონაში, რათა „შეაფასოს არსებული ვითარება“.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)