23:07 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-16 17:06:07, 1634 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა გაიმართა

კომპანია GEONET EXPO-ს ორგანიზებით, ბათუმში სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-3 საერთაშორისო გამოფენა ExpoMed Batumi გაიხსნა. გამოფენის გახსნის ცერემონიალს აჭარის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ. 

გამოფენაზე წარმოდგენილია სამედიცინო აღჭურვილობა და ხელსაწყოები, ერთჯერადი მოხმარების საგნები, სადიაგნოსტიკო აპარატურა, პრევენციული და პოსტდიაგნოსტიკური მკურნალობის მეთოდები, IT სისტემები, ორთოპედია, ფიზიოთერაპია/რეაბილიტაცია და სხვა. გამოფენაზე წარმოდგენილი არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სამედიცინო და სარეაბილიტაციო დაწესებულებები.

პარალელურად იმართება საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია და B2B შეხვედრები. ასევე, სისხლის დონაციის აქცია ‘’გაეცი სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე’’.

ExpoMed Batumi-ს მიზანია საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების საქმიანობის პოპულარიზაცია, ახალი კონტაქტების დამყარება და სამომავლო თანამშრომლობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics