|
2022-08-28 14:37:38, 2842 ნახვა
კომენტარი
მეუფე იაკობი არახამიაზე - რა გაუკეთებია საქართველოსთვის?! ჭორიკანა დედაკაცივით დგას და გველაპარაკება
რა უფლება აქვს, რომ ჩვენთან ერევა, გვარი აძლევს საშუალებას თუ რა, რა გაუკეთებია საქართველოსთვის კარგი, ჭორიკანა დედაკაცივით დგას და იქიდან რაღაცას გველაპარაკება, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დავით არახამიაზე საუბრისას განაცხადა. მეუფეს თქმით, ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ რუსეთის ომით უკრაინაში მილიონები იშობა. "ნუ ვიქნებით იმ პოლიტიკოსების რიგში, სირაქლემასავით რომ არიან და ევროპარლამენტარების იმით მელაპარაკებიან სხვადასხვა ტელევიზიით და ხან კიდე, რომელიღაც უკრაინელი იმითი. მილიარდერი გახდა კაცი, ყველა ამბობს არახამიაზე, ჩემი მოგონილი არ არის, ომში იშოვა მილიარდი. თვითონ მიხედონ თავიანთს, ჩვენ ჩვენსას მივხედავთ. რა უფლება აქვს, რომ ჩვენთან ერევა, გვარი აძლევს საშუალებას თუ რა. რა გაუკეთებია საქართველოსთვის კარგი, ჭორიკანა დედაკაცივით დგას და იქიდან რაღაცას გველაპარაკება. ყველა თავისას მიიღებს, ახლა ომია და ვერაფერს ეუბნები. სასტიკ ომში არიან ჩართული, კიდე კაი მსოფლიო ასე ეხმარება მაგათ, თორემ მასეთების ხელში სად იქნებოდნენ", - ამბობს მეუფე იაკობმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)