16:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-16 17:29:23, 1942 ნახვა

ომი უკრაინაში
NYT - ყირიმის სამხედრო საწყობში აფეთქებები ელიტარულმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა მოაწყო

The New York Times-ის ცნობით, 16 აგვისტოს, დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ჯანკოის მახლობლად მდებარე ტექნიკისა და საბრძოლო მასალის საწყობში მომხდარი ძლიერი აფეთქებები „უკრაინის ელიტარული სამხედრო  შენაერთის მიერ“ იყო ორგანიზებული.

 მედიამ ეს ინფორმაციაა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა.

"მებრძოლები მოწინააღმდეგის ხაზებს მიღმა მოქმედებდნენ. თუმცა, ოპერაციის დეტალები და მით უმეტეს, დანაყოფის დასახელება არ ხმაურდება,"- იუწყება NYT.

უკრაინულ მხარეს აფეთქებებში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. თუმცა, ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ სამხედრო საწყობის განადგურება შემთხვევითი ინციდენტი არ იყო.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა Telegram-ზე  ყირიმის და სახელმწიფოს სხვა ოკუპირებული ტერიტორიების„დემილიტარიზაციის“ გაგრძელების შესახებ განაცხადა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics