|
2022-07-20 14:22:53, 1558 ნახვა
ომი უკრაინაში
ლავროვი ამტკიცებს, რომ დასავლეთი უკრაინას „აიძულებს“, რუსეთის წინააღმდეგ მეტი იარაღი გამოიყენონ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ უკრაინა სრულმასშტაბიანი კონფლიქტის მოსაგვარებლად და „კონსტრუქციული ნაბიჯებისგან“ თავს იკავებს. როგორც ლავროვმა რუსულ მედიასთან საუბარში დასძინა, დასავლეთის ქვეყნები "უყრიან უკრაინას იარაღს " და „აიძულებენ“ მას გამოიყენებას, რაც ომს უფრო სარისკოს ხდის. „ისინი ფაქტიურად (უკრაინელებს ) იცავენ ყოველგვარი კონსტრუქციული ნაბიჯებისგან, ფაქტიურად არა მხოლოდ იარაღით ამოტუმბულნი, არამედ იძულებულნი არიან გამოიყენონ ეს იარაღი უფრო და უფრო სარისკოდ. ის ფაქტი, რომ უცხოელი ინსტრუქტორები და სპეციალისტები ემსახურებიან ყველა ამ HIMARS სისტემას“, - განაცხადა ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარები უკრაინაში 24 თებერვალს, დილით, ომის გამოუცხადებლად შეიჭრნენ . რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში განხორციელებულ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს „სპეციალური ოპერაცია“ უწოდა, რომელიც თითქოს უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და „დენაზიფიკაციას“ ისახავს მიზნად.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)