|
2022-07-18 17:29:58, 1263 ნახვა
ეკონომიკა
„შეუძლებლად მიგვაჩნია საქმიანობის გაგრძელება “ - H&M რუსეთის ბაზარს ტოვებს
ტანსაცმლის მაღაზიების შვედური ბრენდი H&M სრულებით დატოვებს რუსეთის ბაზარს, მას შემდეგ, რაც მარაგების გასაყიდად მაღაზიები რამდენიმე დღით გაიხსნება. მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ტანსაცმლის საცალო ბრენდის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ უკრაინის ომის გამო რუსეთში ბიზნესის გაგრძელება "შეუძლებელია". „საგულისხმო განხილვის შემდეგ, ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია რუსეთში ჩვენი ბიზნესის გაგრძელება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იმ გავლენის გამო, რომელსაც ეს გადაწყვეტილება მოახდენს ჩვენს კოლეგებზე და ძალიან მადლობელი ვართ მთელი მათი შრომისა და თავდადებისთვის. გარდა ამისა, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მომხმარებლებს წლების განმავლობაში მხარდაჭერისთვის,"- ვკითხულობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კომპანიაში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შვედურმა ფირმამ შეაჩერა ყველა გაყიდვა მარტში, მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ. როგორც ცნობილია, H&M-ს რუსეთის მასშტაბით 150-ზე მეტი მაღაზიას ფლობდა და დაახლოებით 6000 თანამშრომელს ასაქმებდა. რომელი კომპანიები ტოვებენ რუსეთს? H&M ერთ-ერთია იმ მრავალ ბრენდს შორის, რომელიც ბოლო თვეებში რუსეთიდან გავიდა. ბევრმა თქვა, რომ დასავლელი მოკავშირეების დაწესებულმა სანქციებმა ვაჭრობა არაეფექტური და ზოგიერთ სექტორში შეუძლებელი გახადა. კომპანიების ნაწილმა ბაზარი მორალური პოზიციის გამო დატოვა გაყიდვების შეჩერებამდე რუსეთი იყო H&M-ის მეექვსე უდიდესი ბაზარი, რომელიც ჯგუფური გაყიდვების დაახლოებით 4%-ს იკავებს 2021 წლის მეოთხე კვარტალში. მოდის გიგანტი ყოველწლიურად აფართოებდა თავის წარმომადგენლობას რუსეთში მას შემდეგ, რაც 2009 წელს ქვეყანაში ოპერირება დაიწყო, მათ შორის, გახსნა მაღაზიები სხვა ბრენდის სახელებით მის პორტფოლიოში, Weekday and & Other Stories. რუს მყიდველებს ადრე შეეძლო შეეკვეთათ ტანსაცმელი ბრენდების Monki-სა და Cos-დან ონლაინ. H&M-ის პროგნოზით რუსეთიდან გასვლით ჯგუფი დაახლოებით ორი მილიარდი შვედური კრონიტ იზარალებს საცალო ვაჭრობის მაღაზიები ასევე დაკეტილია უკრაინაში მომხმარებლებისა და პერსონალის უსაფრთხოებაზე შეშფოთების გამო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)