12:27 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-18 13:35:43, 1209 ნახვა

სამართალი
სოსო გოგაშვილის დაკავებისას შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებისას შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, გოგაშვილისთვის მიყენებულ შესაძლო დაზიანებებთან მიმართებაში დაინიშნება სასამართლო ექსპერტიზა.

"გამოძიება დაიწყო გუშინ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, ეს არის სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ჩვენთან შემოსული შეტყობინება, სადაც ოჯახი მიუთითებდა, რომ გოგაშვილის მიმართ განხორციელდა ძალადობა, ჩატარებული ღონისძიების დროს. მიმდინარეობს გამოძიება, დაინიშნება სასამართლო ექსპერტიზა დაზიანებებთან მიმართებაში,"- განაცხადა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს, რომელსაც ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებენ.სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.პროკურატურა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. 

ცნობისთვის, 15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics