09:24 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 11:33:24, 735 ნახვა

ეკონომიკა
Fitch Ratings-მა „თიბისი“ ლიზინგს „BB-„ სტაბილური პერსპექტივით შეუნარჩუნა

გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - Fitch Ratings „თიბისი“ ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი „BB-„ სტაბილური პერსპექტივით შეუნარჩუნა. 

Fitch Rating-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ „თიბისი“ ლიზინგი ოპერირებს მხოლოდ საქართველოში და ლიზინგის ბაზრის ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ის მარტივ დაფინანსებას სთავაზობს როგორც „თიბისი ბანკის“ (BB-/Stable/bb-) კორპორატიულ კლიენტებს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს, სტარტაპებსა და ფიზიკურ პირებს.

რეიტინგის რამდენიმეწლიანი წარმატებული შენარჩუნება კომპანიის გამჭვირვალობაზე, სიჯანსაღესა და ფინანსურ მდგრადობაზე მეტყველებს, რაც კრედიტორებისა და აქციონერების მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის ზრდის წინაპირობას ქმნის. 

როგორც „თიბისი“ ლიზინგის ფინანსური დირექტორი, ნუგზარ ლოლაძე აცხადებს, აღნიშნული მიღწევა საამაყო და საპასუხისმგებლოა, რადგან გამოხატავს კომპანიის განვითარების მზარდ ტენდენციასა და საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებთან შესაბამისობას. 

„პირველ რიგში, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გუნდის ყოველდღიური შრომა ეფექტიანია და ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგს ვინარჩუნებთ. Fitch Ratings-ის მიერ დამოწმებული ეს ფაქტი ჩვენი მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის სწორ კურსს აღნიშნავს და ინვესტორებთან თუ მომხარებლებთან განსაკუთრებით საპასუხისმგებლო პოზიციაში გვაყენებს. ჩვენ ვქმნით ახალ პროდუქტებს, ვპასუხობთ პოსტ-პანდემიურ გამოწვევებს და საკუთარი წვლილი შეგვაქვს ქართული ეკონომიკის კეთილდღეობის შექმნაში, რაც მიღწეულ შედეგებში აისახება.“

19 წელია, რაც „თიბისი“ ლიზინგი  საქართველოში ოპერირებს. მოცემულ ეტაპზე, ბაზრის 76%-ით ის მოწინავე სალიზინგო კომპანიას წარმოადგენს. მისი მართვის ქვეშ 300 მილიონამდე ლარის მოცულობის პორტფელია, რომელიც წარმოების, ინფრასტრუქტურის, მსუბუქი მრეწველობის, განახლებადი ენერგიის, სოფლის მეურნეობის და სხვა სექტორებზე ნაწილდება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
პაშინიანი - საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია
ალიევი - აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციებს ეფუძნება, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ჩვენს ხალხებს შორის
საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics