|
2022-06-30 15:15:45, 933 ნახვა
ეკონომიკა
მიხეილ ხიდურელი - ჩვენს მიერ თანადაფინანსებულმა ერთმა ლარმა 15-ჯერ მეტი შემოსავალი მოუტანა ბიზნესს
ჩვენმა სააგენტომ მოამზადა „პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში", რომლის ფარგლებშიც შევაფასეთ ჩვენს მიერ თანადაფინანსებული თითოეული ლარის ეკონომიკური გავლენა და მინდა ვთქვა, რომ შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავია, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა „პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის" პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სააგენტოს პროგრამები 2015 წლიდან ხორციელდება და დღეის მონაცემებით, განხორციელებულია დაახლოებით 9 ათასი პროექტი, რაც ჯამში ნიშნავს 58 ათასამდე შექმნილ სამუშაო ადგილს. „თუმცა, მნიშნელოვანია რა დგას ამ სტატისტიკის მიღმა. ჩვენ შევაფასეთ თითოეული ლარის ეკონომიკური გავლენა, რომელიც ჩვენ თანადაფინანსებით გავეცით და შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავია. თითო თანადაფინანსებულმა ლარმა 15-ჯერ მეტი შემოსავალი დაუგენერირა ბიზნესს, ასევე თითო თანადაფინანასებულმა ლარმა 1.6-ჯერ მეტი ლარი შეიტანა მხოლოდ ერთ წელში გადასახადების სახით ბიუჯეტში და თითო ლარმა შექმნა დამატებით 5 ლარის მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც ნიშნავს იმას, რომ „აწარმოე საქართველოში" პროგრამები ახდენენ პირდაპირ სწრაფ და გაზომვად ეფექტს ჩვენს ეკონომიკაზე", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა. სააგენტომ GIZ-ის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა ეკონომიკური გავლენის შეფასების ჩარჩო და წარმოადგინა ის შედეგები და ეფექტი, რაც სააგენტოს პროგრამებს ჰქონდა გასული პერიოდის განმავლობაში. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ეყრდნობა ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს. ჩატარებული ანალიზის თანახმად, ინდუსტრიული ნაწილის სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების პირველი ხელშეკრულების გაფორმებიდან (2020 წელი) დღემდე დამტკიცებული პროექტების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 28 მილიონი ლარი, გაცემული სესხ
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)