|
2022-06-29 11:30:19, 1415 ნახვა
ეკონომიკა
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით „მთის ლუდმა“ წარმოება სამჯერ გაზარდა
საქართველოს ბანკი ქართული წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კასპში ლუდის საწარმომ წარმოება სამჯერ გაზარდა. პროექტის ჯამური ღირებულება 300,000 ლარს შეადგენს. ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია 85,000 ლარს უტოლდება. „მთის ლუდის“ ბრენდის ქვეშ, კომპანია ცოცხალ, გაუფილტრავ კრაფტ ლუდის წარმოებას ახორციელებს. პროდუქციის რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, კასპში, გორში, მუხრანში, ქარელში, თბილისსა და სხვა ქალაქებში ხორციელდება. ფინანსური რესურსი თანამედროვე ხარისხის ინვენტარის შეძენას მოხმარდა. კომპანია თვის განმავლობაში 15-20 ტონა ლუდის წარმოებას უზრუნველყოფს. „საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, წარმოების გაფართოვება და თანამედროვე სტანდარტების დანერგვა შევძელით. საწყის ეტაპზე, ყოველდღიური წარმოება 200 ლიტრს შეადგენდა. ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ კი, ეს მაჩვენებელი 600 ლიტრს აჭარბებს. ჩვენი მიზანია, მეტად გავზარდოთ წარმოება და დღეში 2 ტონა მოცულობის ლუდი გამოვხადოთ. წარმოებას ვისკიც დავამატეთ, სამომავლოდ კი, ვგეგმავთ მომხმარებელს სხვა სახეობის ლუდიც შევთავაზოთ“, - აცხადებს ზურაბ თეზიაშვილი, საწარმოს ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ახალი მასშტაბური კამპანია, „Made in Georgia“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. ვრცლად კამპანიის და შეთავაზებების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3wvubo3
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)