|
2022-06-27 17:38:43, 919 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი გახსნა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა და ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი საქართველოს ICT კლასტერისა და ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის და სხვა 20-ზე მეტი პარტნიორის ხელშეწყობით 27 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით გაიმართება.ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ წლების განმავლობაში ბევრი გააკეთა ქვეყანაში ციფრული და ზოგადად ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის. ლევან დავითაშვილის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ჩამოყალიბდა ციფრული ტრანსფორმაციის საბჭო კერძო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით. „ მზად ვართ, მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მნიშვნელოვანი და გამბედავი ნაბიჯები გადავდგათ ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის სწრაფად და სწორად განხორციელების მიზნით. ჩვენ მსოფლიო ბანკთან ერთად ვმუშაობთ ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შექმნაზე. ამ პროცესში აუცილებელია როგორც სახელმწიფო სტრუქტურების სრული ჩართულობა, ასევე კერძო სექტორის მოსაზრებების გათვალისწინება, რაც უნდა გახდეს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის სწრაფი განვითარების საფუძველი. ამ დოკუმენტის სამუშაო ვერსიაზე მუშაობა მალე დასრულდება და ჩვენ დავიწყებთ ბიზნესთან ერთად საკითხების აქტიურ განხილვას," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ეკონომიკის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა IT ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმებზე, რომლებიც მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში მიიღო. მათ შორისაა საგადასახადო შეღავათები ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომლებიც მომსახურებას უწევენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ კლიენტებს და სწორედ ასეთი კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 20-დან 5%-მდე, მოგების გადასახადი შემცირდა 15-დან 5%-მდე, ხოლო დღგ და ქონების გადასახადი განულდა. ლევან დავითაშვილის თქმით, ამან ხელი შეუწყო საერთაშორისო კომპანიების შემოსვლას და ადგილობრივი სპეციალისტების დასაქმებას მაღალანზღაურებად პოზიციებზე. მისივე განცხადებით, სწორედ ამ საგადასახადო გადაწყვეტილებების შემდეგ ქვეყანაში შემოვიდა ისეთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიები, როგორებიცაა „ვაიბერი", „ეპამი" და „ექსადელი". მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იღებს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისა და ადგილობრივი სტარტაპების მხარდაჭერის მიმართულებით.
ფორუმის გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმ,ჯდომარე დავით სონღულაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა, კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე. ფორუმზე განხილული იქნება 4 სხვადასხვა მიმართულება - სამთავრობო ტექნოლოგიები და ციფრული ტრანსფორმაცია, საფინანსო ტექნოლოგიები, განათლება და კომუნიკაციები. ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან, როგორც საჯარო უწყებები, აგრეთვე სამეცნიერო წრეების, IT - ბიზნესისა და საკონსულტაციო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში არსებულ ტენდენციებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)