|
2022-06-26 13:45:34, 1558 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება სარაკეტო იერიშზე - G7-ის ქვეყნებმა რუსეთს დამატებითი სანქციების დაწესებით უნდა უპასუხონ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნებმა უკრაინის წინააღმდეგ ახალ სარაკეტო იერიშს რუსეთისათვის დამატებითი სანქციების დაწესებით უნდა უპასუხონ. მისივე თქმით, რუსული იმპერიალიზმი უკრაინამ პარტნიორებთან ერთად უნდა დაასრულოს და დასავლეთმა ომში მყოფ ქვეყანას მძიმე შეიარაღება მიაწოდოს. " 7 წლის უკრაინელ ბავშვს კიევში მშვიდად ეძინა, სანამ რუსული საკრუიზო რაკეტა არ აფეთქდა მის სახლში. უკრაინის გარშემო კიდევ ბევრი ნანგრევების ქვეშ იმყოფება. G7-ის სამიტმა უნდა უპასუხოს მეტი სანქციებით რუსეთს და მეტი მძიმე შეიარაღებით უკრაინას. რუსეთის ავადმყოფური იმპერიალიზმი უნდა დავამარცხოთ,"- წერს კულება. შეგახსენებთ, რომ დიდი შვიდეულის G7-ის ქვეყნები რუსული ოქროს იმპორტს კრძალავენ. ამის შესახებ ბავარიაში G7-ის სამიტზე განაცხადეს, სადაც ომის შედეგად გამოწვეული ენერგოდეფიციტისა და საკვების კრიზისის განხილვაა დაგეგმილი. უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. მისივე თქმით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შევჩენკოვსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან შვიდი წლის გოგონა ამოიყვანეს. "მეგობრებო! შევჩენკოს რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, რომელსაც რაკეტა მოხვდა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევების ქვეშ არიან ადამიანები. ზოგიერთი მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველები აგრძელებენ მუშაობას, ექიმები მუშაობენ ადგილზე, შევჩენკოს რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან შვიდი წლის გოგონა ამოიყვანეს, ის ცოცხალია,“, - განაცხადა კლიჩკომ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)