16:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-26 13:21:28, 1538 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალები: კიევს თავს დაესხნენ კასპიის ზღვიდან

რუსეთმა დღევანდელი დარტყმა კიევზე კასპიის ზღვის რეგიონიდან „რუსეთის ფედერაციის მაღალი სიზუსტის და ძვირადღირებული რაკეტებით“ დაიწყო, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა უკრაინულ ტელემარათონზე.

„ასტრახანის რაიონში ფრინდებიან, შეიარაღებულები არიან მთავარი რაკეტებით, რომლებიც ჩვენკენ არის გაშვებული, ეს არის XA-101, მას შეუძლია 5500 კილომეტრამდე ფრენა, ანუ მათ ჩვენთან ფრენა არ სჭირდებათ. უბრალოდ ჰაერში აფრენა, საბრძოლო კურსზე წასვლა და რაკეტების გაშვება უნდა“, - განმარტა მან.

წინასწარი ინფორმაციით, დღეს კიევზე 4-დან 6-მდე რაკეტა იქნა გასროლილი, მათგან ორი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსული სარაკეტო  თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

მისივე თქმით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შევჩენკოვსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან შვიდი წლის გოგონა ამოიყვანეს. 

"მეგობრებო! შევჩენკოს რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, რომელსაც რაკეტა მოხვდა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევების ქვეშ არიან ადამიანები. ზოგიერთი მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველები აგრძელებენ მუშაობას, ექიმები მუშაობენ ადგილზე, შევჩენკოს რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან შვიდი წლის გოგონა ამოიყვანეს, ის ცოცხალია,“, - განაცხადა კლიჩკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics