01:37 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-16 19:05:55, 1328 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერი მახალაკიძეებში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო

მახალაკიძეებში  საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის. სამშენებლო სამუშაოებზე 225 000 ლარამდე დაიხარჯება.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 30 აღსაზრდელზეა გათვლილი. დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობრივი.

2022 წელს, შუახევში ბაღების მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 651 000  ლარია გათვალისწინებული. დაგემილია ასვე, დღვანის, ნენიის ბაღების მშენებლობა და ჩანჩხალოს ბაღის ეზოს კეთილმოწყობა.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics