|
2015-02-05 11:47:49, 692 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გვექნება ზუსტი ინფორმაცია ნატო-ს ცენტრის ადგილსამყოფელის შესახებ
„სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გვექნება ზუსტი ინფორმაცია ნატო-ს ცენტრის ადგილსამყოფელის შესახებ“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, ადგილი საბოლოოდ მას შემდეგ განისაზღვრება, რაც საქართველოში ნატო-ს შემფასებელი ჯგუფი ჩამოვა. „წვრთნისა და შეფასების ცენტრი აამაღლებს ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან და მოამზადებს ჩვენს ჯარისკაცებს სამშვიდობო ოპერაციებისთვის. ადგილი განისაზღვრება საბოლოოდ მას შემდეგ, რაც შემფასებელი ჯგუფი ჩამოვა საქართველოში. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გვექნება ზუსტი ინფორმაცია ცენტრის ადგილსამყოფელის შესახებ“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ. მისივე თქმით, ნატო-ს მუდმივი ჯგუფის საქართველოში გამოგზავნა, წლის პირველ ნახევარში მოხდება. „ნატოს მუდმივი ჯგუფის დაკომპლექტება და მისი გამოგზავნა საქართველოში არის არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ინიციატივა. ივარაუდება, რომ წლის პირველ ნახევარში მოხდება ამ ჯგუფის გამოგზავნა საქართველოში. ძირითადად უკვე დაკომპლექტებულია და ველოდებით გარკვეულ პროცედურებს, მათ შორის ლეგალურ პროცედურებს, რომ მივიღოთ ეს ადამიანები საქართველოში“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)