|
2022-06-13 16:48:33, 1147 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება PASSENGER TERMINAL EXPO 2022-ში მონაწილეობს
15-17 ივნისს, საფრანგეთის დედაქალაქში მსოფლიოს აეროპორტების უმსხვილესი კონფერენცია და გამოფენა გაიმართება. კოვიდ პანდემიის გამო, ორი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს 1900 მეტი აეროპორტის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ იკრიბებიან. საქართველოს ღონისძიებაზე აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე წარმოადგენს, რომელიც კონფერენციის სპიკერია. ,,PASSENGER TERMINAL EXPO 2022- ზე წარმოვადგენთ პრეზენტაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებულ უნივერსალურ ბიზნეს-მოდელს. პრეზენტაცია იქნება ერთობლივი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-სთან ერთად, რომელსაც ქუთაისის აეროპორტის კონცეფტ-დიზაინი ეკუთვნის. გაფართოების შემდეგ, ეს იქნება ჩვენი აეროპორტის პირველი მასშტაბური წარდგენა საერთაშორისო ასპარეზზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არქიტექტურული კუთხით ერთხელ უკვე მოხვდა მსოფლიოს ულამაზეს 14 აეროპორტს შორის. იმედი გვაქვს, რომ განახლებული ტერმინალი კვლავ არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდება,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე. PASSENGER TERMINAL EXPO მსოფლიოში უმსხვილესი, აეროპორტების ყოველწლიური გამოფენაა, რომელიც განლაგებულია 19 ათას კვადრატულ მეტრზე. ღონისძიება ვიზიტორებს საშუალებას აძლევს დაათვალიერონ უახლესი ტექნოლოგიური პროდუქტები, ასევე გაეცნონ ინოვაციურ მომსახურებებსა და 250 ზე მეტ ექსპოზიციას, რათა მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტებში უსაფრთხოება და მგზავრების გამოცდილება მაქსიმალურად გაიზარდოს.
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)