09:12 - 23 May, 2026
|
2022-06-10 16:01:20, 2044 ნახვა
კომენტარი
ლომჯარია ხუნდაძეს - რას ბედავთ?! მოსახლეობამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი, ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?
რაო??? რას ბედავთ თქვენ??!, - ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია "ქართული ოცნების" დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას. როგორც ომბუდსმენი "ფეისბუკზე" წერს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. "რაო??? რას ბედავთ თქვენ??!! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ???",- წერს ლომჯარია. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)